პროდუქციის დაბრუნება

პროდუქციის დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის აღწერაში მითითებული პარამეტრები არ ემთხვევა მიტანილი პროდუქციის მაჩვენებლებს, ან აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რის შესახებაც შემსყიდველის მიერ უნდა ეცნობოს საიტის ადმინისტაციას პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ელ ფოსტის info@person.ge მეშვეობით.

გამყიდველის მიერ შემდგომი 24 საათის განმავლობაში ხდება პრეტენზიის განხილვა და შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში ხდება პროდუქციის ჩანაცვლება ან დაბრუნება, თანხის ანაზღაურებით (თუკი კონკრეტული პროდუქტის საგარანტიო შეთანხმება არ ითვალისწინებს პროდუქციის დაბრუნების ან/და ჩანაცვლების სხვა პირობებს)

თანხის დაბრუნება ხდება შემსყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმების მიღწევიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმაზვე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.

შეკვეთის გაუქმება

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 24 საათში. თანხის დაბრუნება/ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თარიღიდან 5 დღის ვადაში.

გადაცვლა

შეძენილი პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია სხვა ზომაში, პროდუქტის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში.