Person

 

კონფიდენციალობის პირობები

ქვემოთ მოცემულია ის წესები და პირობები, რომელთაც ეყრდნობა PERSON, როცა იყენებს და იცავს საიტით სარგებლობის დროს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

PERSON-თვის მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალობის დაცვა. როცა საიტით სარგებლობის დროს ჩვენ თქვენგან ვითხოვთ ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ: ჩვენ ამ ინფორმაციას მხოლოდდამხოლოდ ქვემოთ მოცემული პირობების თანახმად გამოვიყენენთ.

PERSON-ის კონფიდენციალობის პირობები შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს აღნიშნული გვერდის განახლების გზით. გთხოვთ, შეამოწმოთ ხოლმე ეს გვერდი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეთანხმებით ცვლილებებს. მოცემული კონფიდენციალობის პირობები ძალაში შედის 2016 წლის 3 მარტიდან.

 

რა სახის ინფორმაციას ვითხოვთ:

ჩვენ შეიძლება, მოვითხოვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

·         სახელი და გვარი;

·         საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;

·         მისამართი: ქალაქი, ქუჩა, ნომერი, საფოსტო ინდექსი;

·         სხვა ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, საჭირო გახდეს მომხმარებლებთან ურთიერთობისა და შეთავაზებებისათვის.

 

რა ემართება იმ ინფორმაციას, რომელსაც ვითხოვთ:

ჩვენ ვითხოვთ ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას, რომ უკეთ გავეცნოთ თქვენს საჭიროებებს და მოგაწოდოთ უკეთესი სერვისი. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭიროა ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო:

·         შიდა აღრიცხვიანობა;

·         ჩვენ შესაძლოა, გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად;

·         ჩვენ შესაძლოა, თქვენს მიერ მოწოდებულ ელ-ფოსტაზე პერიოდულად გამოვაგზავნოთ  შეტყობინებები ახალი პროდუქტების, სპეციალური შეთავაზებების ან სხვა ინფორმაციის მოსაწოდებლად, რაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო იყოს;

·         დროდადრო ჩვენ შესაძლოა, გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია თქვენთან დასაკავშირებლად info@person.ge–ის საშუალებით ბაზრის კვლევის მიზნით.

 

უსაფრთხოება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა. ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის ან მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ფიზიკურ, ელექტრონულ და მენეჯმენტის პროცედურებს, რომელიც უზრუნველჰყოფს ჩვენ მიერ ელექტრონულად მოძიებული ინფორმაციის უსაფრთხოებას.

ჩვენ არ გავყიდით, გავავრცელებთ ან გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს.

თუ თვლით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც თვენ შესახებ ვფლობთ, არის არასრული ან არასწორი, გთხოვთ, მოგვწეროთ, რაც შეიძლება, დროულად შემდეგ ელ-ფოსტაზე:info@person.ge ჩვენ დაუყოვნებლივ შევიტანთ შესწორებებს თქვენ მიერ მოცემული შესწორებების შესაბამისად.